Wednesday, May 29, 2013

შეხვედრა "ჩვენებურებთან"

ტაო-კლარჯეთში ჩვენი მოგზაურობისას  მიზნად გვქინდა დასახული  ტაო-კლარჯეთელ ქართველებთან-,,ჩვენებურებთან” შეხვედრა, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი იყო ჩვენთვის. ტაო-კლარჯეთის ქართველობა ოსმალეთის საზღვრებში აღმოჩნდა XVI საუკუნეშიროდესაც ოსმალებმა მესხეთი დაიპყრესმესხების უდიდესი ნაწილი საუკუნეთა განმავლობაში იძულებული გახდა მაჰმადიანობა მიეღოამ კუთხეში სარწმუნოებასთან ერთად თურქული ენაც მტკიცედ იკიდებდა ფეხსსაუკუნეების განმავლობაში მესხეთის ბევრ კუთხეში დაიკარგა ქართული ენა და ქართველობის შეგრძნებათუმცა ნაწილი მესხებისა ინარჩუნებდა მშობლიურ ენასა და ქართველობას. გურჯები ის ქართველები რიანრომლებიც ცხოვრობენ თურქეთშიქართულად მეტყველებენ და დღემდე აქვთ შემონახული ძველი ქართული ადათ-წესებიისინი ისტორიული ტაო-კლარჯეთისა და თურქეთის სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ. როგორც ჩვენ გამოვიკვლიეთ,  გურჯებიშეძლებისდაგვარადცდილობენ ძველი ადათ-წესებისა და ტრადიციების დაცვასისინი ზაფხულობითერთ დათქმულ დღესგადიან იალაღებზე და სახალხო დღესასწაულებს აწყობენსადაც ერთმანეთს ეპაექრებიან სიმღერაშიცეკვაშიშაირობაშიჭიდაობაშიასეთი დღეობების ტრადიციაძირითადადართვინის   ვიაილეთშია შემორჩენილი.დღეს თურქეთის ნებისმიერ ქალაქში შეიძლება შეხვდეთ ქართულად მოლაპარაკე ადამიანებსმათ კარგად იციან თავიანთი წარმომავლობაქართული გვარებისიმღერებიგადმოცემები და ზღაპრებიაინტერესებთ თავიანთი სამშობლოს - საქართველოს დღევანდელი დღე და ფიქრობენ მის მომავალზე.
 წარმოშობით ახალციხელი "ჩვენებური"

ტაო-კლარჯეთში 270-მდე  ქართული გვარია შემორჩენილი: ბედინაშვილები, ალთუნაშვილები, დურმუშიძეები, პაპიაშვილები, ბექარიშვილები, მოსიაშვილები, ბოკვერაშვილები და სხვა. 

ქართული ანბანის შესწავლის მსურველთა რაოდენობა დღითიდღე  მცირდება , რასაც მიაწერენ ქართველთა მიგრაციას ქალაქებში ,თუმცა  მთავარი  პასუხისმგებლობა მაინც ოჯახებს ეკისრებათ. არის სოფლები, სადაც ქარულად  საუბარი კვლავ იციან. ესენია: არმენხევი, ხევეკი ,გუდახევი, ხუმლახი, ბალხი ,ხოდსუფლია ,უთანი, ვანისხევი, კირვანსი ,ოთხთაეკლესია, ბინათი, წიმწიმი (ციმციმი), უსტამისი, ბორჩხა  და სხვა.


და აი, გავემართეთ ,,ჩვენებურებთან”  შესახვედრად. ავუყევით მდ. მასისის ულამაზეს ხეობას. სწრაფი მდინარეა მასისი, ხმაურიანი. ისე ბღაოდა, თითქოს ჩვენს დანახვაზე ჭრილობას თავი მოეხსნა და საშინელ ტკივილს განიცდიდა... სადაც ჩვენ მივდიოდით, იმ სოფელს ხევეკი ერქვა. სასტუმროს- ,,მასისი”. ჩვენი მასპინძლები დოლენჯიშვილები იყვნენ. უჭირდათ ქართულად ლაპარაკი, მაგრამ ერთმანეთს მშვენივრად ვაგებინებდით სათქმელს. ისეთი შინაურული ატმოსფერო იყო, რომ თითქოს ერთმანეთის ძალიან ახლობლები ვიყავით და კარგად ვგრძნობდით თავს.
 
ჩვენი მასპინძლების დახმარებით მეორე საღამოს სასტუმროში თავი მოიყარეს ,,ჩვენებურებმა”. ჩვენ მათ კონცერტი მოვუწყეთ. დასასრულ ყველამ ერთად ვიცეკვეთ ფერხული ანუ მათი სიტყვით რომ ვთქვა ,,ვიფერხულეთ”.საღამო ამაღლებული იყო და დაუვიწყარი... ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ერთმანეთთან ურთიერთობას სოციალური ქსელის მეშვეობით.
.ამიერიდან ჩვენ ერმანეთს აღარ დავკარგავთ, რადგან ვიცით, რომ  ერთი  ხის  სხვადასხვა ტოტზე ამოყრილი ყლორტები ვართ და სულიერად  გვაერთიანებს მამა-პაპათ საფლავების, მათი დედულ-მამულის სიყვარული. აღსანიშნავია ისრომ 400 წლის განმავლობაში ქართველს ქართველი არ მოუკლავსქართველს ქართველისათვის არაფერი მოუპარავსქართველს ქართველთან კონფლიქტი არ ჰქონიაგამოირჩევიან ერთმანეთის მხარდაჭერითსიყვარულითტრადიციების ერთგულებითშეკრულობითა და ურთიერთგატანითასევეგანასხვავებთ რელიგიათუმცა რელიგია ყველას პირადი საქმეადანარჩენი ყველაფერი საერთო გვაქვსჩვენ მაინც ყველანი ქართველები ვართ.
გამომშვიდობება "ჩვენებურებთან"

Monday, May 27, 2013

მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში

აი, დადგა სანატრელი დღე, როცა ჩვენ გავემგზავრეთ ტაო- კლარჯეთში. გული ძალუმად გვიცემდა, საქართველოდან მივდიოდით საქართველოში, როგორც სტუმრები..

საზღვრის გადაკვეთის შემდეგ ავუყევით მდ. ფოცხოვის ხეობას და არტაანიდან კლარჯეთში გადავედით. მოვინახულეთ ჯაყისმანის (ჯაყელების ციხე), ყველის და სათლეს ციხეები. ( სათლე ხეობის ჩამკეტი ციხე იყო.) პირველი ტაძარი, რომელიც ჩვენ მოვინახულეთ, იყო ტბეთისაეპისკოპოსო კათედრა- კლარჯეთში. ძალიან ავფორიაქდით მისი ნახვით. ერთ დროს ეს დიდებული ტაძარი თითქმის ნანგრევებად ქცეულა. სანთლები დავანთეთ, ვიგალობეთ და გამოვეთხოვეთ...

გავემართეთ ხანძთის ტაძრისკენ. უნდა აღვნიშნო, რომ წინა დღეს შეუძლოდ ვგრძნობდი თავს (სიარული მიჭირდა), მიუხედავად ამისა, წმ. გრიგოლ ხანძთელისა და წმ. გიორგის (ტაძარი მის სახელს ატარებს) იმედად გზატკეცილიდან ავუყევით საცალფეხო ბილიკით ხანძთის გზას... ტაძარში წავიკითხეთ წმ. გრიგოლ ხანძთელის პარაკლისი, ისეთი მადლი ვიგრძენი, რომ სრულიად გამოჯანმრთელებულმა დავტოვე ტაძარი. შემდეგ -დოლისყანა!


 ,,დოლისყანაში თურქი ბავშვები ასპარეზობას მართავენ,
მათთვის არაფრისმთქმელ საკურთხეველში

ველოსიპედებით დაქრიან,

მე კიკედლებს ვკოცნითან ერთს ვუთვალთვალებ,

იქნებ ქართველიანეტარა ჰქვია?!...”        

                                                                               


საოცარია ოშკის ტაძარი!
,,ოშკის გუმბათს ვერ ასწვდები ასე მარტივად,
კაცის თვალის ჩინი მას ვერ შესწვდება,
უნდა უფალს სთხოვორომ დაიჯერო,
მზესთან მიგიშვა და სული გეწვება.

ერთი საოცარი რამ უნდა გიამბოთ... ოშკის ტაძარში ცხოვრობს ძალიან ბევრი მტრედი, მე ისინი ოდესღაც იქ მოღვაწე ბერებს მაგონებენ. ჩვენი გალობის  დროს აუარებელმა  მტრედმა მოიყარა თავი ტაძარში, როცა დამთავრდა გალობა,ისინი აღუღუნდნენ ხმამაღლა! ტანში დავიშალეთ, ცრემლები გვდიოდა, ვკოცნიდით ტაძრის კედლებს და ისე ვეთხოვებოდით...

ტაოში ასეთი გამოთქმაა გავრცელებული: უმშვენიერესია ადგილმდებარეობა ხახულისა, შემკულობა ოშკისა და მოხატულობა იშხნისა.
,,იშხნის გუმბათს ვერ ახედავ მშვიდადმარტივად,
უფლის ზეცისფერი თვალის ფერი აქვს,
გრძნობ, რომ შესციცინებ უფალს თვალებში,
და დღე ემსგავსება ბერულ კელიას.
იშხნის ტაძარში არ შეგვიშვეს... რესტავრაცია მიმდინარეობსო, ქართველ სპეციალისტებს ახლოს არ იკარებენ. ეზოში ეყარა ფრესკის ნაწილები... მოგვეჩვენა, რომ იშხანი ტიროდა და ჩვენც ავტირდით...
შემდეგ ოთხთა! ჰაეროვანი... ამაყი...
აქაც სამწუხარო ამბავი დაგვხვდა, შიგ ტაძარში წყლის გუბე იდგა და კედლების ნგრევის საშიშროება შექმნილიყო...  

პარხალი- ოთხთას მსგავსი, დიდი, ლამაზი... მაგრამ შიგ არავინ შეგვახედა, რადგან ისიც მეჩეთად არის გადაკეთებული!
ბანა- უდიდესი ტაძარი! (6 ნიშიანი). მისი მსგავსი საქართველოშიც არ მოიპოვება... ისიც სავალალო მდგომარეობაშია...
შემდეგ დავბრუნდით საქართველოდან საქართველოში...  
,, მომაქვს ღამე მთების სიგრილით და დილა -
ტაოს სუსხით, ნიავით...
მომაქვს ქვები - სანთლის ნაღვენთივით,
ტაძარს ჩამომწყდარი ცრემლები,
მომაქვს ჩემი ბაგე - მიწანაკოცნია!
მომაქვს სევდა და თავს ვევლები.

თურმე რა ძნელია, როცა არ გინახავს,
უფრო ძნელი - როცა გინახავს,
კლარჯეთს შევატოვე ჩემი თვალები და
ტაძრის ნაპრალებში ინახავს.
გული გვიკვდება მისი ძეგლების გახსენებისას-ასე ობლად და უპატრონოდ დარჩენილ-მიტოვებულები, სარკმელდათხრილები, კარებშენგრეულები, კედლებგანგრეულები და ხშირად სახურავჩამოქცეულები, ცალკე დროისა და ცალკე ადამიანთა მიერ დაღდასმულები, ყოველდღიურ, ყოველწუთიერ შველას რომ საჭიროებენ.   . უსათუოდ აუცილებელია და საჭიროა, გამოინახოს ფორმა, გზები და საშუალებები, რომ ორივე ქვეყანამ- მათმა შემქმნელმა საქართველომ და დღეს მათმა პატრონმა თურქეთმა, ერთობლივად უშველონ ამ ძეგლებს, გადაურჩინონ ისინი შთამომავლობას, რომ ახალი თაობაც გახდეს ამ ძეგლების დიდებულების თანაზიარი.
ჩვენ კი, უფალს მადლობას ვუხდით, რომ დაგვეხმარა, გვემოგზაურა ტაო- კლარჯეთში, ვინახულეთ და ვეზიარეთ მის გასაოცარ ბუნებასა და გამაოგნებელი ძეგლების სიდიადეს.
P.S. 
ტექსტში მოყვანილი სტროფები მე არ მეკუთვნის.

Monday, May 13, 2013

***

აი, თქვენ უკვე გაეცანით ჩემს მოსწავლეებს და მათ ნამუშევრებს. (კლასში სულ 21 მოსწავლეა) ჩვენ 17 მაისს 3 დღით მივემგზავრებით ტაო- კლარჯეთში. ვეზიარებით მის გასაოცარ ბუნებასა და გამაოგნებელი ძეგლების სიდიადეს, გავეცნობით, დავუმეგობრდებით და ჩავეხუტებით ჭოროხს იქით მცხოვრებ ,,ჩვენებურებს.” გვსურს, იქ მოვაწყოთ კონცერტი და მათაც მივაღებინოთ მონაწილეობა ჩვენთან ერთად. გადავიღებთ დოკუმენტურ ფილმს. სამშობლოში დაბრუნებისას ჩავატარებთ კონფერენ- ციას და მოვაწყობთ ფილმის პრეზენტაციას. ჩვენს შთაბეჭდილებებსა და ფილმს განვათავსებთ ამ ბლოგზე.

უფალს ვთხოვთ, ეს კეთილშობილური საქმე წარმატებით მიგვაყვანინოს ბოლომდე!

– მზია მასწავლებელი