Sunday, November 17, 2013

პროექტი ,,ხანძრის პრევენცია”

მოგესალმებით!

სასწავლო წლის დასაწყისში განათლების სამინისტრომ და იუნისეფმა ჩაატარეს ერთობლივი პროექტიკატასტროფების რისკის პრევენციასთან დაკავშირებითჩვენს სკოლაში ჩაატარეს სიმულაციური თამაში - კოლიდან ევაკუაცია ხანძრის დროსრომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეთათვის ინფორმაციის მიწოდებას რისკის შემცირებასთან დაკავშირებით ხანძრის შემთხვევაში.სიმულაციურ თამაშში მთელი სკოლა იყო ჩართულიამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე.

მოგეხსენებათბავშვებისათვისმოზარდებისათვის კატასტროფების რისკის შემცირების უნარ-ჩვევების განვითარება საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაასაგანგებო სიტუაციების დროს ყველაზე ნაკლებად დაცულები არიან ბავშვებირადგანაც ისინი ყველაზე ნაკლებად ინფორმირებული არიან და არ გააჩნიათ სათანადო ცოდნა და უნარჩვევებირომლებიც მისცემთ მათ რთულ სიტუაციაში თავის დაცვისა და სწორი გადაწყვეტილების შესაძლებლობასვფიქრობსკოლას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი  ითამაშოს კატასტროფების რისკის შემცირებაშირადგან სკოლის ზეგავლენა დიდია მოსწავლეებზე.

მე გახლავართ V -  კლასის დამრიგებელი. ჩემს პატარებს სურვილი გაუჩნდათ დაგვემუშავებინა   პროექტი -,,ხანძრის პრევენცია”. 

პროექტის მიზნებად დავსახეთ:  

  • მოსწავლეების გათვითცნობიერება ბუნებრივი კატასტროფისხანძრისა და მისი რისკის შემცირების შესახებ;
  • მოსწავლეების მეშვეობით ხანძრის რისკის შემცირებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემა საზოგადოებისათვის;
  • ხანძრის მიმართ მოსწავლეებში მდგრადი ქცევითი კულტურისა და სასიცოცხლო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
ჩვენი მუშაობის 1ლი ეტაპი იყო ის,რომ ბავშვები დაიყვნენ 4 ჯგუფადშეიმუშავეს კითხვები ამ  სტიქიის რისკის აცილების შესახებ და გავიდნენ საზოგადოებასთან ინტერვიუს ასაღებადსულ გამოიკითხა 30 მოქალაქე. მოვუსმინოთ ბავშვებს:

ჩვენ, 1-ლმა ჯგუფმა,  ინტერვიუ ავიღეთ  9-დან 17 წლის ასაკის  მოზარდებისგან. წინასწარ შემუშავებული გვქონდა შეკითხვები. მაგალითად,  შემოგთავაზებთ პასუხების  პროცენტებს  კითხვაზე: ,, რა უნდა გააკეთოთ, თუკი თქვენს ტანისამოსს ცეცხლი მოეკიდა? ”  36,66%-მა უპასუხა, რომ გაიხდიან ცეცხლმოკიდებულ ტანისამოსს, 33,33%- წყალს შეისხამენ, სხვადასხვა პასუხი იყო 26,66%,ხოლო 3,3%-მა თქვა, რომ ძირს გაგორდებოდა.

ჩვენ-მე-2 ჯგუფი-  გავედით ქალაქის ქუჩებში და გამოვკითხეთ 30-50 წლის ასაკის მოსახლეობა, პასუხების  პროცენტები  კითხვაზე: რისი გაკეთება არ შეიძლება შენობაში ხანძრის დროს?
სამწუხაროდ,  გამოკითხულების 33,33%-მა არ იცოდა, რას გააკეთებდა. 43,33% ფიქრობდა, რომ არ შეიძლებოდა, საკუთარი ძალით ჩაქრობა, 16,66%- გაქცევა, ხოლო 6,66% -მა თქვა, რომ არ შეიძლებოდა ფანჯრების გაღება.

ჩვენ- მე-3 ჯგუფი ვესტუმრეთ ქალაქის პარკში დასასვენებლად გამოსულ 60- 75 წლის მხცოვან ხალხს და გავესაუბრეთ, შემოგთავაზებთ პასუხების  პროცენტებს  კითხვაზე:  როგორ უნდა გამოვიდეთ გაკვამლული შენობიდან?
გამოკითხულების 13,30%-მა არ იცოდა ამის შესახებ, 43,30% ფიქრობდა, რომ ცოცვით გამოვიდოდა, 23,30%- გაიქცეოდა,  16,70- სველ ნაჭერს გადაიფარებდა და ისე გამოვიდოდა, სხვა პასუხი იყო 3,30%.

ამ გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ  ჩვენი საზოგადოება კარგად ინფორმირებული არ არის  ხანძრის პრევენციის შესახებ. ბავშვებმა დაიწყეს გამოკვლევები ინტერნეტ-საიტებით, სპეციალური ლიტერატურით. 

ასევე ამ საკითხის კვლევის მიზნით,  მე-4 ჯგუფი წავიდა ქალაქის სახანძროში და მეხანძრეებისაგან მიიღეს დამაკმაყოფილებელი პასუხები თავიანთ კითხვებზე. 

მოსწავლეებმა თავიანთი გამოკვლეული ერთ-ერთი საკითხის შესახებ  ერთ დღეს დიდ დასვენებაზე მოაწყეს სიმულაციური თამაში, ე.წ. ,,ფლეშმობი”.  ჩაირთო ხმოვანი სიგნალი. ბავშვები ყველას უხმობდნენ მეორე სართულის დარბაზისკენ. შეგროვდა ძალიან ბევრი მოსწავლე და არა მარტო ისინი, ბავშვებმა თავიანთი მოქმედებით ყველას აჩვენეს, როგორ უნდა მოიქცნენ, როცა მათ ტანსაცმელზე ცეცხლი წაეკიდებათ.
შეჩერდი!
დაწექი!
გაგორდი!
გთავაზობთ, მოსწავლეების გამოკვლეულ პასუხებს მათთვის საინტერესო საკითხებზე:
რა უნდა გააკეთოთთუკი თქვენს ტანისამოსს ცეცხლი მოეკიდა?
- უნდა დაწვეთ და იგორაოთ მიწაზე, სანამ ცეცხლი არ ჩაქრება.
რისი გაკეთება არ შეიძლება შენობაში ხანძრის დროს?
- დიდი ხანძრის საკუთარი ძალებით ჩაქრობა;
აივნის კარის ან ფანჯრის გაღება.
როგორ უნდა გამოვიდეთ გაკვამლული შენობიდან?
- ვიმოძრაოთ მოხრილად ან ცოცვით და დავიფაროთ ნამიანი ნაჭერი.
რა წესები უნდა დავიცვათ ტყეში კოცონით სარგებლობისას?
- ცეცხლი უნდა დავანთოთ ბუჩქებისა და ხეებისგან შორს; არ დავტოვოთ ცეცხლი უმეთვალყუროდ; ყოველთვის ვიქონიოთ ცეცხლის ჩასაქრობი საშუალება;
როგორ ჩააქრობთ დაბალი ხანძრის ალს?
- ფოთლოვანი ხეების ტოტებით; წყლის დასხმით; ტენიანი გრუნტის დაყრით.

პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა მიაღწიეს აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევებს:  შეძლეს ფაქტების ანალიზი, მის საფუძველზე პრობლემის შეფასება და ამ პრობლემის გადაჭრის გზების დასახვა, გამოუმუშავდათ ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევები ინფორმაციის მიღების დროს.