Saturday, October 5, 2013

პროექტი "ჟურნალისტობანა"

მოგესალმებით!
მოგახსენებთრომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსმასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის და Microsoft-ის მხარდაჭერით კვლავ კვლავ გამოცხადდა კონკურსი „Microsoft-ის ინოვაციური მასწავლებელი-ექსპერტი“, რომლის მიზანია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერა ინოვაციური სწავლა-სწავლების პრაქტიკების ხელშეწყობით.

კონკურსში გამარჯვება საშუალებას გვაძლევს მონაწილეობა მივიღოთ პროფესიული განვითარების პროგრესული მეთოდოლოგიის პროგრამაშირომელიც ტექნოლოგიების ინტეგრაციასაც გულისხმობს. Microsoft- გლობალური მასშტაბით შეარჩევს მასწავლებლებსპროგრამის შერჩეული მონაწილე გაემგზავრება Microsoft Partners in Learning Global Forum-ზე ბარსელონაშისადაც შეხვდება Microsoft-ის ინოვაციურ მასწავლებელ-ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან.

გლობალური ფორუმი წარმოადგენს იმ მასწავლებლების აღიარების საშუალებასრომლებიც თავიანთ მოსწავლეებს ამზადებენ  21- საუკუნეში წარმატებული ცხოვრებისთვისკონკურსში მონაწილეობას მიიღებენ მასწავლებლები  მსოფლიოს 75 ქვეყნიდანმსოფლიოს მასშტაბით 250 გამარჯვებული გამოვლინდება 2013 წლის 5 ნოემბერსგამარჯვებულები  გაემგზავრებიან მსოფლიო ფორუმზერომელიც გაიმართება 2014 წლის 11-14 მარტს ბარსელონაში ( ესპანეთი).

გამოცხადებული კონკურსით ძალიან დავინტერესდი და გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღოჩემს პროექტსრომელიც წარვადგინე კონკურსზედავარქვით -,,ჟურნალისტობანა.


მოსწავლეებთან ერთად შევქმენი ინტერნეტ გაზეთირომელშიც ბავშვები სხვადასხვა რუბრიკის მიხედვით აქვეყნებენ მასალებსპროექტში მონაწილეობას იღებენ ჩვენი ქალაქის  (ახალციხისსაჯარო სკოლების სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებიისინი  პერიოდულადიღებენ ინტერვიუს  კომპეტენტური პირებისაგან მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე

მოსწავლეები პროექტში ხალისით ჩაერთვნენდიდი ინტერესი გაუჩნდათ ჟურნალისტის პროფესიისადმიმათ თვითონ შექმნეს მათთვის საინტერესო რუბრიკებიამზადებდნენ და რედაქტირებას უკეთებდნენ მოძიებულ მასალასშემდეგ კი აქვეყნებდნენ თავიანთ შექმნილ ინტერნეტგაზეთშიასეთი მუშაობა გრძელდება სისტემატურადვიმედოვნებრომ ამ პროექტში მონაწილეობით მივაღწევ წარმატებას და გავხდები ინოვატორი მასწავლებელი-ექსპერტიმივიღებ გამოცდილებასრაც დამეხმარება მომავალი პროფესიული განვითარებისათვის.

ბმულები:
პროექტი - http://www.pil-network.com/Resources/LearningActivities/Details/726e91dc-357b-44af-9137-e9da32983c5b
ინტერნეტ გაზეთი - http://jurnalistobana.blogspot.com/
გაზეთის გვერდი ფეისბუქში - https://www.facebook.com/jurnalistobana